20/03/2023
12:34
პოლიტიკა
მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პოზიტიურად აფასებს.
„მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ალბათ უმჯობესია, რომ დაველოდოთ მთავრობის მხრიდან განცხადების გაკეთებას. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია გახლავთ, მისი პრეროგატივაა. გვარები, რომელიც სახელდება ამ მიმართულებით, როგორც მოქმედი მინისტრის, ასევე კანდიდატურა, რომელიც იხილება, ასე ვთქვათ, ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად პატივსაცემი პიროვნებაა და შესაბამისად, ორივეს კომპეტენციაა კეთილსინდისიერება. მათი თავსებადობა ამ თანამდებობასთან ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად შესაფასებელია“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ინფორმაციით, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მოხდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.
0
0