07/06/2023
17:16
პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ადასტურებს, რომ სებ-ის პრეზიდენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენას ნამდვილად განიხილავდა, თუმცა მსხილაძის თქმითვე, კითხვები გაჩნდა ხუციშვილის დამოუკიდებლობაში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. მისივე თქმით, კანდიდატი რომ დამოუკიდებელი არ იყო და მისი დანიშვნა სებ-ის პრეზიდენტად მმართველი პარტიის ინტერესებში იყო, ეს ქართული ოცნების დღევანდელმა განცხადებამაც დაადასტურა:
"ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად განხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით და პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით" განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
0
0