
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე კანდიდატებმა პროგრამა უკვე წარადგინეს. კენჭისყრაში სინოდის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას.
"კანდიდატებმა პროგრამა წარადგინეს, ახლა იწყება დელეგატების სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდება. სხდომას წმინდა სინოდის ყველა წევრი ესწრება", - აღნიშნა დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, რომელზეც ქვეყნის ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. კრებას თავმჯდომარეობს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. დღევანდელ გაფართოებულ კრებაზე მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო, მიტროპოლიტი იობი და მიტროპოლიტი გრიგოლი - წმინდა სინოდმა აპრილის ბოლოს ხმათა უმრავლესობით შეარჩია. გაფართოებულ კრებას სამების ტაძარში 1 200-მდე პირი ესწრება, თუმცა ხმის მიცემის უფლება 39 ეპისკოპოსს აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატი 50%-ზე მეტ ხმას დააგროვებს და 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი რანგის სასულიერო პირებს, მათ შორის, მოუწევთ არჩევანის გაკეთება, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნება.
0
0