
მთავრობის ადმინისტრაციასთან 7-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფება მამამისი, რომელიც იმ დროს, როდესაც მონიტორზე დასუჯელობის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს უჩვენებდნენ, შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ავტომობილში აღმოუჩინეს პირველადი დახმარება.
მანამდე, ლაზარე გრიგორიადისის მამამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და მისი შვილის დაკავების ერთადერთ მიზეზად განსხვავებულ გარეგნობა დაასახელა.
„ფაქტები არ წარმოუდგენიათ. რატომ ლაზარე? ვიზუალის გამო. ყველაფერი შეკერეს უცებ და ლაზარეზე გადატეხეს ჯოხი, ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რადგან ქვეყანაში არის ხალხი, ვისაც ასეთი „ტიპები“ არ მოსწონთ. ლამაზად ჩატარებული სპეცოპერაციაა. თუ ჩემმა შვილმა რამე დააშავა, როგორც მამა, ვიღებ ჩემს თავზე ყველაფერს, მე დამიჭირეთ და ლაზარეს არ გაუმწაროთ ცხოვრება. ყველაზე დიდი, ქვა ესროლა, თორემ ლაზარე არავის არ გაიმეტებდა“, - აღნიშნა გრიგორიადისის მამამ.
0
0