
იამაიკაში სკოლის 60-ზე მეტი მოსწავლე კანაფისგან დამზადებული ტკბილეულის ჭამის შემდეგ ჰოსპიტალში მოხვდა, - ამის შესახებ CNN წერს.
იამაიკის განათლების მინისტრი ფაქტს „ტვიტეტზე“ გამოეხმაურა და პოსტს თან ტკბილეულის შეფუთვის ფოტოც დაურთო. ფაივალ უილიამსის თქმით, ჰოსპიტალიზებული ბავშვების საშუალო ასაკი 7-დან 12-წლამდეა. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ტკბილეულმა ბავშვებში ღებინება და ჰალუცინაციები გამოიწვია.
„60-მდე მოსწავლე ჰოსპიტალიზებულია. მშობლებო, ფრთხილად იყავით. ერთ-ერთი მოსწავლის თქმით, მან მხოლოდ ერთი კანფეტი შეჭამა. აი, ამდენად დამაზიანებელია ეს პროდუქტი“, - დაწერა უილიამსმა.
მინისტრმა მოსწავლეები კლინიკაში მოინახულა. „ექიმები და ექთნები ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეების გამოჯანმრთელებისთვის“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
0
0