-share.jpg)
კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში ექსპერიმენტული მიზნით ჰეროინის და კოკაინის ტიპის ძლიერი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია განხორციელდა.
სამშაბათიდან ზრდასრულებს 2.5 გრამი ნარკოტიკის მფლობელობის უფლება ენიჭებათ. ეს ნარკოტიკები შეიძლება ასევე მოიცავდეს მეტამფეტამინს, ფენტალინს და მორფს.
კანადის ფედერალურმა მთავრობამ დასავლეთ სანაპიროს პროვინციის დეკრიმინალიზაციის შემოთავაზება მომდევნო სამი წლისთვის დააკმაყოფილა. ამერიკის შტატ ორეგონში ძლიერმოქმედი ნარკოტიკები 2020 წლიდან დეკრიმინალიზებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები კვლავ არალეგალურად მიიჩნევიან, ზრდასრულები 2.5 გრამი ოდენობის ნარკოტიკების მფლობელობის გამო არ დაკავდებიან, ბრალდება არ წაუყენდებათ და არც ნივთიერება ჩამოერთმევათ. ამის მაგივრად, ხელმისაწვდომ ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურებზე ინფორმაციას მიიღებენ.
მენტალური ჯანმრთელობისა და დამოკიდებულებების მინისტრმა კეროლინ ბენეტმა ამ რეფორმას “ნარკოტიკული ნივთიერების წესდებაში მონუმენტური ცვლილება უწოდა, რომელიც ნდობით და მხარდაჭერის სურვილით სავსე ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურებს გამკაცრებული კრიმინალიზაციის წინ აყენებს.”
ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი შეეწირა ნარკოტიკულ ზედოზირებას, მას შემდეგ რაც 2016 წელს რეგიონალურმა მთავრობამ ნარკოტიკული საშუალებები საზოგადოებრივ ჯანმრთელობის საფრთხედ სცნო.
“ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკების მომხმარებლებს გამოყენების გამო სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას შეუმცირებს და დაეხმარება მათ თავისუფლად და სირცხვილის გარეშე მოითხოვონ ჯანდაცვის და სხვა საჭირო სერვისები," - განაცხადა ჯეიფერ ვაიტსაიდმა, ბრიტანული კოლიმბიის მენტალური ჯანმრთელობისა და დამოკიდებულებების მინისტრმა.
დეკრიმინალიზაციის ექსპერიმენტული პერიოდი 2023 წლის 31 იანვრიდან 2026 წლის იანვრამდე გაგრძელდება.
ზოგი ექსპერტი ფიქრობს, რომ 2.5 გრამი დაწესებული ზღვარი საკმარისია არ არის ზოგიერთი მომხმარებლის გამოყენების ჩვევების გასათვალისწინებლად.
ნარკოტიკების გაყიდვა ან მათი სკოლის ტერიტორიაზე, ბავშვების აღსაზრდელ დაწესებულებებში და აეროპორტში ქონა აკრძალული რჩება.
კანადაში რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზაცია 2018 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა. დეკრიმინალიზებული ნარკოტიკები აკრძალულად მიიჩნევიან და მათი მარიხუანასავით მაღაზიებში გაყიდვა არ იგეგმება.
წყარო: BBC
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0
მარკ რუტე მომავალ კვირაში ვაშინგტონში ჩავა
02/04/2026