
კანადის მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებებს განაახლებს. ეს კი მას შემდეგ ხდება, რაც კანადამ ციფრული მომსახურებების გადასახადი გააუქმა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა ამ შეთანხმების მისაღწევად იმდენ დროს დახარჯავს, რამდენიც საჭირო იქნება, თუმცა არა მეტს. ამ მოლაპარაკებების მხარდასაჭერად, ფინანსთა მინისტრმა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა გააუქმა ციფრული მომსახურებების გადასახადი, ვიდრე აშშ-თან ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებას არ მიაღწევენ.
მარკ კარნი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ მხარეები განაახლებენ მოლაპარაკებებს 21 ივლისამდე შეთანხმების მისაღწევად.
ეს გადასახადი 2020 წელს დაწესდა იმის გამო დაწესდა, რომ კანადაში მომუშავე მსხვილი ტექ-კომპანიები კანადელებისგან მიღებული შემოსავლების შესაბამის გადასახადს არ იხდიდნენ.
0
0