21/11/2024
11:29
მსოფლიო
კანადის მიერ შეძენილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა პოლონეთშია და მალე უკრაინას გადაეცემა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კანადის თავდაცვის მინისტრზე, ბილ ბლერზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ბლერმა ოტავაში განაცხადა, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს აცნობა, რომ NASAMS-ი უკრაინაში მალე ჩავა.
„ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ამერიკელებთან და მწარმოებელ Raytheon-თან ამ სისტემის აწყობაზე და მის მიწოდებაზე. ის ახლა პოლონეთშია და მალე საზღვარზე უნდა გადაიტანონ“, - აღნიშნა ბლერმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კანადის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი უკრაინის მხარდასაჭერად 763 მილიონი კანადური დოლარის (545 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) გამოყოფას ითვალისწინებს.
ამასთან, კანადა მხარს უჭერს უკრაინისთვის ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის განხორციელების უფლების მინიჭებას.
0
0