
კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერის არჩევნებში მარკ კარნიმ გაიმარჯვა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის.
კანადისა და ინგლისის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მმართველმა მარკ კარნიმ ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში სამი მეტოქე დაამარცხა და ხმების 85.9% მოიპოვა.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კარნიმ თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას დაუთმო და აღნიშნა, რომ კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი.
კარნიმ პირობა დადო, რომ ტრამპთან სავაჭრო ომს მოიგებს.
„ვაჭრობაში, ისევე როგორც ჰოკეიში, კანადა გაიმარჯვებს“, – განაცხადა კარნიმ.
კარნი პრემიერ-მინისტრის ფიცს დადებს უახლოეს დღეებში, ჯასტინ ტრუდოს ოფიციალურად გადადგომის შემდეგ. ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლა იანვარში დაიწყო მას შემდეგ, რაც თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ჯასტინ ტრუდომ თანამდებობა დატოვა.
0
0