14/03/2025
14:36

კანადამ ,,დიდი შვიდეულის’’ ჯგუფს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის "აგრესიის" წინააღმდეგ. ,,დიდი შვიდეულის’’ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ქალაქ შარლევოიში, მდინარე სენტ-ლოურენსის სანაპიროზე მდებარე სასტუმროში შეიკრიბნენ და სამდღიან მოლაპარაკებებს გამართავენ.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ, რომელმაც G7-ის ოფიციალური შეხვედრა გახსნა, იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები იპოვნიან გზებს, რათა „განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის პირობებში“.
„ჩვენ ყველას გვსურს, რომ უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს“, - თქვა ჯოლიმ.
იმავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ G7-ს ქვეყნებს მოუწოდა, რომ თავი აარიდონ რუსეთის მიმართ „ანტაგონისტური“ სიტყვების გაჟღერებას, რადგან ,,ეს ხელს შეუშლის აშშ-ის დიპლომატიას ომის დასრულებაში, რომელმაც ათიათასობით ადამიანი იმსხვერპლა.
0
0