11/03/2023
19:15
მსოფლიო
კანადაში, მკვლელი ვეშაპი “კისკა” მოკვდა.
იგი ტყვეობაში ცხოვრობდა MarineLand პარკში, რომელიც ნიაგარას ჩანჩქერში მდებარეობს.
როგორც MarineLand-ში აცხადებენ, “კისკას” ჯანმრთელობა ბოლო კვირების განმავლობაში გაუარესდა.
„საზღვაო ძუძუმწოვრების მოვლის ჯგუფმა და ექსპერტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ “კისკასთვის” კომფორტული გარემო ყოფილიყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარემოსდამცველები გლოვობენ მის დაკარგვას“, - აცხადებენ პარკში.
MarineLand-ი არის თემატური პარკი ნიაგარას ჩანჩქერში, ონტარიოში. “კისკა”, რომელიც 1979 წელს ისლანდიის წყლებში შეიპყრეს, დაახლოებით 47 წლის იყო.
ცხოველთა დაცვის სამსახურმა “კისკას” პირობები 2020 წლის იანვრიდან 160-ჯერ შეამოწმა.
ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ People for the Ethical Treatment Animals (PETA) აღწერა კისკა, როგორც "მსოფლიოში ყველაზე მარტოსული მკვლელი ვეშაპი".
0
0