
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ, ორშაბათს, რუსეთის გაუმართლებელ შეჭრასა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით, რუსი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.
სანქციები 34 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესდა, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდაში მონაწილეობენ.
სიაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი პროპაგანდისტული არხი “ზვეზდა”, რუსი მსახიობები: სერგეი ბეზრუკოვი, ვლადიმერ მაშკოვი, ტელეწამყვანები: თინა კანდელაკი, ნაილია ასკერზადე, ასევე პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი და სხვები შედიან
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები 1800-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ერთეულს სანქციები დაუწესა, ხოლო 2022წლის 24 თებერვლიდან - 1400-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ერთეულს რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.
0
0