
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვირტუალურად ისაუბრა და საკითხების ფართო სპექტრი განიხილა.
,,შეერთებულ შტატებს არ სჭირდება კანადური ენერგია, მანქანები ან ხე-ტყე. კანადისთვის ტარიფების დაწესების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ის აშშ-ის შტატად გადაქცევას აირჩევს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გახდეთ აშშ-ის შტატი და, ამ შემთხვევაში, სავაჭრო დეფიციტი არ შეიქმნება. ჩვენ აღარ მოგვიწევს კანადურ იმპორტზე 25%-მდე ტარიფების დაწესება.
ჩვენ არ გვჭირდება კანადა მანქანების დასამზადებლად და არც მისი ხე, რადგან ჩვენ საკუთარი ტყეები გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება მათი ნავთობი და გაზი, ჩვენ ეს სხვაზე მეტი გვაქვს. ზოგადად კი, ბიზნესმენებმა უნდა აწარმოონ თავიანთი პროდუქცია აშშ-ში, თუ მათ ტარიფების თავიდან აცილება სურთ,”- განუცხადა ტრამპმა ფორუმის მონაწილეებს ვაშინგტონიდან ვიდეო ბმულით.
TD Bank-ის ეკონომისტების ბოლო ანალიზის თანახმად, 2024 წელს კანადის ენერგეტიკული პროდუქტების ექსპორტმა თითქმის 170 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
0
0