
კანადის პარლამენტის თემთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, ორი წლის განმავლობაში ჩინეთის რეგიონ სინიანიდან ათი ათასი უიღური ლტოლვილი მიიღოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
უიღურების კანადაში განსახლება, რეზოლუციის თანახმად, რეკომენდებულია დაიწყოს 2024 წელს.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "უიღურები და სინიანის სხვა მკვიდრი თურქულენოვანი თემების წარმომადგენლები, რომლებიც მესამე ქვეყანაში გაიქცნენ, სამშობლოში დაბრუნების მიზნით, ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას და დაშინებას განიცდიან."
უიღურები თურქული ეთნიკური ჯგუფია, რომელიც წარმოშობით და კულტურულად ძირითადად დაკავშირებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიის რეგიონებთან. ჩინეთის ოფიციალური პირების მხრიდან მათ მიმართ მოპყრობას, შეერთებულმა შტატებმა გენოციდი უწოდა.
წყარო: რადიო თავისუფლება
0
0