კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - კანადის საელჩო
07/08/2022
12:32
პოლიტიკა
A-
+A
კანადის საელჩო საქართველოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც საელჩოს განცხადებაში აღნიშნული, რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
„რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი ქვეყნები სიამაყით იზიარებენ თანამშრომლობისა და საერთაშორისო მშვიდობისადმი ერთგულებას. მოხარულები ვართ, რომ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებისა და მეგობრული კავშირების 30 წლისთავს“, – წერს საელჩო „ტვიტერზე“.
0
0
446
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%