08/05/2023
22:11
მსოფლიო
კანადის მთავრობამ ახალი ჰერალდიკური კანადური გვირგვინი წარმოადგინა.
იგი შეცვლის ტრადიციულ წმინდა ედუარდის გვირგვინს, რომელიც კანადის გერბზე, პოლიციისა და სამხედრო სამკერდე ნიშნებზე 1957 წლიდან გამოიყენება.
ახალი დიზაინი რელიგიურ სიმბოლოებს (ჯვრები და ჰერალდიკური შროშანი) ნეკერჩხლის ფოთლებითა (კანადური სიმბოლო) და ფიფქით (მინიშნება იმისა, რომ კანადა ჩრდილოეთ სამეფოა) ცვლის.
"კანადის ლანდშაფტისა და გარემოს მნიშვნელობის აღსანიშნავად, რგოლის ზედა კიდეზე გამოსახულია სამკუთხა მწვერვალებისა და დაღმართების ხაზი. ფიფქის მსგავსად, ეს ფორმები მიანიშნებს კანადის უხეშ ლანდშაფტზე, მთის მრავალი ქედებითა და ხეობებით. რგოლზე სამკაულების ნაცვლად არის ლურჯი ტალღოვანი ზოლი, რომელიც სიმბოლოა ქვეყნის მრავალი ტბისა და მდინარისა, ისევე როგორც სამი ოკეანის საზღვრისა. ეს ლურჯი ზოლი და წყალი, რომელიც მას წარმოადგენს, ხაზს უსვამს გარემოს მნიშვნელობას კანადელებისთვის, ისევე როგორც ყურადღებას ამახვილებს ძირძველ სწავლებებზე, რომ წყალი მიწის სასიცოცხლო წყაროა". - ნათქვამია კანადის გენერალური გუბერნატორის ვებგვერდზე.
კანადის ჰერალდიკის ორგანოს მიერ შექმნილმა ახალმა დიზაინმა შეშფოთება გამოიწვია. კრიტიკოსების მტკიცებით, გვირგვინის ახალი დიზაინი პოლიტიზებულია. ზოგიერთმა მას "ტრუდოს გვირგვინიც" კი უწოდა.
”ეს ნიშნავს, რომ შემოთავაზებული კანადური გვირგვინი სრულებით არ არის დაკავშირებული მეფესთან ან მის კორონაციასთან. ეს ნიშნავს, რომ სამეფო გვირგვინის ერთიანობა, რომელიც ყველა სამეფოს სუვერენულ წარმომადგენლობას აერთიანებს, დაირღვევა, რაც კიდევ უფრო გააუცხოებს მეფისა და მონარქიის ინსტიტუტს". - ამბობს კანადელი ისტორიკოსი კრისტოფერ მაკკრიი.
მისივე თქმით, იგი შეშფოთებულია, რადგან დიზაინის ცვლილება კონსულტაციებისა და განხილვის გარეშე, ფარულად განხორციელდა.
0
0