13/01/2025
11:35
მსოფლიო
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არ გახდება.
”ეს არ მოხდება”, - თქვა ტრუდომ.
თეთრი სახლის ყოფილ პრესმდივანთან ჯენ ფსაკისთან საუბრისას ჯასტინ ტრუდომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განმეორებითი კომენტარები განიხილა, რომლის თანახმად, კანადა შეიძლება აშშ-ის ნაწილი გახდეს.
”ვიცი, რომ მას [ტრამპს] მოსწონს ხალხთან ირიბი საუბარი. კანადა აშშ-ის 51-ე შტატი? კანადის ანექსია არ მოხდება. მე არსებით საკითხებზე ვფოკუსირდები და არა იმაზე, ვინც მეტსახელებს არჩევს ჩემთვის [როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრს "გუბერნატორი ტრუდო" უწოდა - თანამდებობა, რომელიც, ჩვეულებრივ, აშშ-ის ლიდერებს უჭირავთ]. ვგულისხმობ, სუსტი ფსიქიკის რომ ვყოფილიყავი, ალბათ ასე დიდხანს ვერ გავძლებდი პოლიტიკაში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კანადა ამერიკას არ შეუერთდება, მარტივია: ეს კანადელებს არ სურთ. კანადელები, სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, იტყვიან: "ჩვენ ამერიკელები არ ვართ".
მე ის მაწუხებს, რომ კანადელებსა და ამერიკელებზე ტარიფების გავლენაა. ტრამპსა და კანადას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა გამოაცხადა თავისი გეგმა კანადიდან აშშ-ში შესულ საქონელზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კანადის ეკონომიკაზე.
კანადელები წარმოუდგენლად ამაყობენ იმით, რომ ისინი კანადელები არიან; ხალხი ახლა ამაზე საუბრობს და არა იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე 25-პროცენტიანი ტარიფები. არც ერთ ამერიკელს არ სურს 25 პროცენტით მეტი გადაიხადოს ელექტროენერგიაზე ან ნავთობსა და გაზზე, რომელიც კანადიდან მათ ქვეყანაში შედის”, - თქვა ტრუდომ.
0
0