
კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივმა რადიოსადგურმა დაღუპულთა რიცხვი 40-მდე დაასახელა და განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
BBC-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, იდენტიფიცირებულია 12 ცხედარი. წყალდიდობამ 25-მდე სახლი წაიღო; ბევრი ოჯახი, ნანგრევებშია მოყოლილი.
ძლიერმა წვიმამ მდინარე მეფუს ნაპირებიდან გადმოსვლა გამოიწვია და რამდენიმე უბანი დაიტბორა. ერთი წლის წინ, იაუნდეში ჩამოწოლილი კიდევ ერთი მეწყრის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა.
7 ოქტომბერს, კამერუნის მეზობელი ნიგერიის ხელისუფლებამ მოსახლეობა ცხრა შტატში მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ გააფრთხილა, რადგან კამერუნმა ლაგდოს კაშხლის წყლისგან დაცლა დაიწყო. კამერუნი აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში მოსული ძლიერი წვიმის გამო, კაშხლიდან წყლის გამოშვება აუცილებელია. 2022 წელს, კაშხლის წყლისგან დაცლამ ნიგერიაში, კერძოდ, ბენუეს შტატში, კამერუნის საზღვარზე ასევე წყალდიდობა გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
0
0