ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, ჰარისმა ისრაელს ცეცხლის „დაუყოვნებელი“ შეწყვეტისკენ კატეგორიულად მოუწოდა.
,,კამალა, „ჰამასის“ განადგურების დროა“, - განაცხადა X-ზე ბენ-გვირმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრ ბენი განცის შეხვედრის წინ.
როგორც Aljazeera წერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ, მისი თანხმობის გარეშე აშშ-ში ვიზიტის გამო ბენი განცის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.
ჰარისმა მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი იმის გამო, რომ მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა ღაზაში "ჰუმანიტარული კატასტროფის" შესამსუბუქებლად.
„ღაზაში ხალხი შიმშილობს. პირობები არაადამიანურია და, საერთო ჰუმანურობის თვალსაზრისით, ვალდებულნი ვართ, ვიმოქმედოთ“, - თქვა ჰარისმა.
0
0