
რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს პროკურატურამ ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ამის შესახებ რუმინული ტელეარხი Digi24 იუწყება.
პროკურატურაში ჯორჯესკუს დაკითხვა ხუთი საათი მიმდინარეობდა.
საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებით, პრეზიდენტობის კანდიდატი 60 დღის განმავლობაში იქნება სასამართლოს კონტროლის ქვეშ და აუკრძალეს ქვეყნის დატოვება.
დაკითხვის შემდეგ, პროკურატორის შენობასთან მას მხარდაჭერები ელოდებოდნენ, ასევე პოლიტიკოსები ულტრამემარჯვენე რუმინელთა გაერთიანების ალიანსიდან.
შეგახსენებთ, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ რუმინეთის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ დაკითხვაზე გადაიყვანა. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა ჯორჯესკუსა და მისი ახლო თანამშრომლების, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი მცველის საკუთრებაში არსებული ობიექტებზე. სავარაუდოდ, დაკითხვა გასულ წელს მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას შეეხო.
0
0