
აშშ-ის ერთ-ერთ უბანში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც მუსიკალურმა სააგენტო Sound Talent Group-მა განაცხადა, მისი სამი თანამშრომელი, მათ შორის თანადამფუძნებელი დეივ შაპირო, სან დიეგოში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ცნობით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა უცნობია, თუმცა ბორტზე, სავარაუდოდ, ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. სააგენტო დანარჩენი ორი თანამშრომლის ვინაობას არ ასახელებს.
თვითმფრინავი, ნისლიან ამინდში, აშშ-ის საზღვაო ძალების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებს [კალიფორნიის შტატში] შეეჯახა. მუსიკალური სააგენტოს ინფორმაციით, დეივ შაპირო თვითმფრინავის მფლობელი იყო და მას პილოტის მოწმობა ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი სულ მცირე, ერთ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად დაახლოებით 10 სახლი და რამდენიმე მანქანა დაზიანდა. სახანძრო სამსახურის უფროსის თანაშემწემ, დენ ედიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება გამოიძიებს, შეეჯახა თუ არა თვითმფრინავი ელექტროგადამცემ ხაზს.
0
0