კალაძის განცხადება ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და ყველანაირ მეხამრიდებს ეჭიდება, - ასე ეხმაურება კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიურად აფასებს.
როგორც დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქ“ გვერდზე წერს,კალაძის განცხადება არის „სამარცხვინო და მოღალატეობრივი“.
„ფაქტობრივად ეს არის აღიარება. ჩვენი ბიჭების, ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის შეურაცხყოფაა, რაც მან თქვა. იციან, რომ აგებენ არჩევნებს და მეხამრიდივით ეჭიდებიან ყველაფერს. მისი განცხადება ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. 26 ოქტომბერს, ეს რუსული ხელისუფლება უნდა გავუშვათ სახლში, ეს არის ჩვენი საქმე, რომელსაც მივიყვანთ ბოლომდე“, - წერს ანა დოლიძე.
0
0