
„ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილის განხორციელების უფლებამოსილება და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემა“, - ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დეცენტრალიზაციის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
„ინიციატივა მიზნად ისახავს პროცესის მაქსიმალურად მიახლოებას ადგილობრივ საჭიროებებთან. მუნიციპალიტეტები სწრაფად და მიზნობრივად შეძლებენ სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარებას, რაც დროულად უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. თანამშრომლობის ახალი ფორმატი სამინისტროს, მუნიციპალიტეტებსა და სკოლებს შორის შექმნის მეტად ერთიან და მდგრადი მენეჯმენტის სისტემას, რაც განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებას ახალ დონეზე აიყვანს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
0
0