
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში იანვრის ბოლოსკენ უკვე გამოვლენილი იქნება გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელებას დაიწყებს.
კალაძის თქმით, ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს აღნიშნული პროექტი არ განხორციელდება.
„წინასაარჩევნოდ ვისაუბრეთ ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება. მომზადებული გვქონდა ყველაფერი და აღნიშნულთან დაკავშირებით არ ვსაუბრობდით, ვიდრე საბოლოოდ არ იქნებოდა გადაწყვეტილებები. წინასაარჩევნოდ იქნა გაჟღერებული აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. იცით, რომ უკვე გამოცხადებულია ტენდერი და ძალიან მალე, ალბათ იანვარში, იანვრის ბოლოსკენ გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს პროექტის განხორციელებას. ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს ჩვენ ვატყუებთ საზოგადოებას და აღნიშნული პროექტი არ განხორციელდება. ეს არის ძალიან დიდი ცრუ ინფორმაცია. როგორც გითხარით, ტენდერი გამოცხადებულია და იანვრის ბოლოს უკვე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს უშუალოდ პროექტის განხორციელებას. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ აღნიშნულის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში, რათა მოსახლეობას მივცეთ შესაძლებლობა, თვითონ გააკეთოს არჩევანი, იმგზავროს ავტობუსით, მიკროავტობუსით, მეტროთი, ტრამვაით თუ საკუთარი ავტომობილით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
0
0
ოზურგეთში ავარიის შედეგად ხუთი პირი დაშავდა
17/12/2025