
რა მდგომარეობა ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“ შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემსახურებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს.
„აღნიშნული პოლიტიკური პარტია, თუმცა პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან. რა მდგომარეობა ექნებათ მათ შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს, რადგან ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან და რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი. ისინი საერთოდ აცდენილი არიან ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესს, ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს გარედან. ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა, თუნდაც დანიშვნები, გადარჩევა, ამას წყვეტს ერთი ადამიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გუშინ განაცხადა: „მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური. პოლიტიკაში თუკი რამის მიმართ მაქვს მიუღებლობა, ეს არის არა მწვავე პოლემიკა, არამედ არაგულწრფელობა“.
0
0
ქობულეთში სადრენაჟე არხები იწმინდება
03/07/2026