
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე, ხოლო საქართველოსთან მიმართებით კორუფციაზეა საუბარი.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან მსგავსი ორმაგი სტანდარტები, საქართველოსთან მიმართებით, გასაკვირი არაა.
„თქვენ იცით, რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოსთან მიმართებაში. ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ მათ ბრძანებებს არ დავემორჩილეთ, ქვეყანა არ მიუერთდა სანქციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევდა, დააზარალებდა მშრომელ ხალხს და მივიღებდით უმძიმეს შედეგებს. ჩვენი ჩვენი პოლიტიკითა და გადადგმული ნაბიჯებით მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებს ვიცავთ. ორმაგი სტანდარტები, რასაც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ვხედავთ, გასაკვირი არ არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
0
0