
ნამდვილად არ მაქვს სურვილი, „ლელოზე“ ვისაუბრო - მნიშვნელობა არ აქვს, ცალ-ცალკე იქნებიან, თუ ერთიან პლატფორმაზე, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ გადაწყვეტილებას, ბრძოლა ცალკე, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გააგრძელოს.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ოპოზიცია ბევრჯერ ნახა „შეკრებილიც და დაშლილიც“.
„ნამდვილად არ მაქვს სურვილი, „ლელოზე“ ვისაუბრო. ზოგადად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორ გამოვა - ცალ-ცალკე იქნებიან, თუ ერთიან პლატფორმაზე. ჩვენ ხომ ბევრჯერ ვნახეთ შეკრებილებიც, დაშლილებიც. არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. როდესაც შენ არ ემსახურები შენს ქვეყანას, არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ გაქვს, ყოველთვის განწირული ხარ მარცხისთვის, წაგებისთვის. შედეგებიც სახეზეა - ხედავთ ხალხის დამოკიდებულებას ამ პარტიების მიმართ,“ - განაცხადა კალაძემ.
0
0