კახა კახიშილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები სანქციების დამწესებლების მიმართ
25/02/2026
19:53
A-
+A

"მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი და ეს უნდა იყოს ბოლო გაფრთხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ნელ-ნელა, ეტაპობრივად აბსოლუტურად ყველა თუკი ვინმე რამეს წარმოადგენს საჯარო ხელისუფლებაში, ან ბიზნესში მოყვება სანქციების ქვეშ, რათა ხელოვნურად მოხდეს ამ ადამიანების დისტანცირება „ქართული ოცნებიდან“. ეს არის ნელი გზა სახელმწიფოს გადატრიალების ხელშეწყობისა. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლებას ეს ძალიან კარგად ესმის."- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი კახა კახიშვილი.
"ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზთა გამო (ოდესმე ამ მიზეზებსაც ავხსნი) თავს ვიკავებდი პოლიტიკური შეფასებებისა და ანალიზისგან, მაგრამ ვინაიდან საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მოსაზრება გამოვთქვა.
ერთ-ერთ ინტერვიუში, კერძოდ „უცნობის კიდობანში“ სტუმრობისას განვაცხადე, რომ არ შეიძლება იმის გატარება, თუ როგორ უსაფუძვლოდ ასანქცირებენ და ხელფასის, საბანკო მომსახურების, ჯანმრთელობის უზრუნველყოფის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე ტოვებენ პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს და თანამდებობის პირებს, რითაც ფაქტობრივად მიჰყვებიან გადატრიალების ნარატივს. მაშინ განვაცხადე, რომ საჭიროა სასამართლო დავების დაწყება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად,თუნდაც რის საფუძველზე უყინავენ საქართველოს მოქალაქეებს ხელფასებს, საქართველოში მოქმედი ბანკები უცხოელი რამდენიმე ვითომ პოლიტიკოსის სურვილით.
სამწუხაროდ, ჩემმა ამ განცხადებამ მაშინ აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მაგრამ ისმის კითხვა, თუ დღეს ვამბობთ, რომ ტელეკომპანიების მიმართ ყველაფერი გაკეთდება რათა სანქციები არ გავრცელდეს, რატომ არ იყო ასეთი მიდგომა თავის დროზე პოლიციელების მიმართ და რატომ არ იყო შესაბამისი სამართლებრივი ზომები მიღებული დროულად, რომ ამას არ ჰქონოდა ასეთი განგრძობითი ხასიათი?!
დღეს უკვე ვხედავთ, რომ კონკრეტული ადამიანებიდან გადავიდნენ კომპანიებსა და კონსორციუმებზე. თუ ამას არ მოჰყვება მყისიერი სამართლებრივი შეფასება, (ფაქტია, მხოლოდ განცხადებები ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აინტერესებთ) პროცესი კიდევ გაგრძელდება და მალე ვიხილავთ, რომ სანქციებს დაუწესებენ ბიზნესმენებს, რომელთა მიმართაც თვითონ ექნებათ განცდა, რომ თურმე „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან.
ხვალ-ზეგ იქნება ყულევის ნავთობ ტერმინალი, შემდეგ რომელიმე სხვა კომპანია, შემდეგ მანგანუმი და კომპანიები, რომლებსაც საკუთარი წარმოებით დოვლათი შემოაქვთ საქართველოს ბიუჯეტში და საბოლოოდ ბიზნესს ექნება არჩევანი და ბიზნესი არჩევანს როგორ აკეთებს ყველამ კარგად ვიცით. სადაც ძლიერია იქ მიდის ბიზნესის დიდი ნაწილი.
ამასთან, საოცარია ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია. მესმის, შეიძლება ძალიან უხაროდეთ „პოსტივის“, „იმედის”, თუ პოლიციელების დასანქცირება, მაგრამ ქვეყნისთვის სარგებელის მომტანი საწარმოების დასანქცირება რომ უხარიათ და მეტიც, ამას ითხოვენ კიდევაც, ეს არის საოცარი და ალბათ საზოგადოებასაც უნდა გაუჩნდეს კითხვა: ნამვილად უყვარს ამ ხალხს სამშობლო, თუ უბრალოდ თანამდებობების გულისთვის მიდიან ყველაფერზე?
ამიტომ დროული გადაწყვეტილების მიღება არის მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი და ეს უნდა იყოს ბოლო გაფრთხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ნელ-ნელა, ეტაპობრივად აბსოლუტურად ყველა თუკი ვინმე რამეს წარმოადგენს საჯარო ხელისუფლებაში, ან ბიზნესში მოყვება სანქციების ქვეშ, რათა ხელოვნურად მოხდეს ამ ადამიანების დისტანცირება „ქართული ოცნებიდან“. ეს არის ნელი გზა სახელმწიფოს გადატრიალების ხელშეწყობისა. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლებას ეს ძალიან კარგად ესმის.
საოცარია ბრიტანული მართლმსაჯულება!. ე.ი პრინცს, რომელსაც ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში, პედოფილიასა და კორუფციაში სასჯელის სახედ შეუფარდეს „სამეფო ცხენის“ ჩამორთმევა და სახლში გაუშვეს. აი ეს არის მთელი იუმორი ამ ყველაფერში. ასევე ღიმილის მომგვრელია, როდესაც ბრიტანეთი, რომელიც მთელ მსოფლიოში საკუთარი მედია საშუალებების მიერ პროპაგანდით და ფაქტების დამახინჯებითაა ცნობილია, რომლებიც ფაქტობრივად ასრულებენ ბრიტანეთის სპეც. სამსახურების დავალებებს, რაც ტრამპის მაგალითმაც არაერთხელ დაადასტურა, სხვა ქვეყნის მედია საშუალებებზე საუბრობდეს."- წერს კახიშვილი.
2
0
315
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%