
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და დავალებით, არსებულ სამშენებლო კანონმდებლობაში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოწესრიგდება და დარეგულირდება მუნიციპალიტეტებში, დაბებსა და სხვადასხვა დასახლებებში შენობების, ფასადებისა და ღიობების იერსახე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, კახა გულედანმა განაცხადა.
კახა გულედანის თქმით, ამ მხრივ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა, ვინაიდან არ არსებობდა ერთიანი სტანდარტები.
„ჩვენ შევიმუშავებთ ერთიან სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოწესრიგდება უკვე არსებული შენობებისა და ფასადების იერსახე, ხოლო ახალი მშენებლობებისას და ახალი სანებართვო პირობების გაცემისას გათვალისწინებული იქნება ის, რომ ურბანულად და ესთეტიკურად, ახალი შენობების იერსახე უნდა ჯდებოდეს არსებულ თანამედროვე მოთხოვნებსა და კონცეფციებში“, – განაცხადა კახა გულედანმა.
0
0