02/02/2026
19:06

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელი იძებნება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და კახა ბენდუქიძის გვარებიც ფიგურირებს.
ერთ შემთხვევაში, საუბარია კახა ბენდუქიძეზე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელზე.
ელექტრონული ფოსტა გაიგზავნა 2010 წლის 30 მარტს, საღამოს 11:20 საათზე.
დიანა ვილაბონი (დიანა ვილაბონი), Falconwood Corporation-ის თავმჯდომარის ასისტენტი.
მიმღები: ჯეფრი ეფშტეინი (Jeffrey Epstein).
წერილში საბარია, რომ ეპშტეინისთვის იმ ინფორმაციის გადაგზავნას, რომ „ქართველი ბიჭი“ (Georgian guy) უნდა შეხვედროდა მის გარემოცვას. სტუმარი: კახა ბენდუქიძე (Kakha Bendukidze), წარდგენილი როგორც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი.შეხვედრას ესწრებოდნენ დოქტორი იარეცკი (Dr. Jarecki) და ჯიმ მილერი (Jim Miller). შეხვედრა გაიმართა ნიუ-იორკში, Gramercy House-ში. დოკუმენტში მითითებულია, რომ იარეცკი და მილერი ხვდებოდნენ ბენდუქიძეს და სურდათ გაეგოთ, სურდა თუ არა ვინმე დუგლას ჰეპუორტს (Douglas Hepworth) შეხვდრაზე დასწრება
რაც შეეხება მიხეილ სააკშვილს- დოკუმენტის მიხედვით, ილუზიონისტი დევიდ ბლეინი ქალისთვის, რომლის სახელი და გვარი დაფარულია, სავიზო აპლიკაციასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს.
ბლეინი საკუთარი თავის წარდგენისას კი აცხადებს, რომ ცნობილი ილუზიონისტია და საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის აქვს წარმოდგენა გამართული.
„გამოსვლები მქონდა მთელ მსოფლიოში და დავამყარე თუ მოვხსენი არაერთი მსოფლიო რეკორდი, მათ შორის: სუნთქვის შეკავება 17 წუთზე მეტხანს, 35 საათის გატარება დაახლოებით 32 მეტრის სიმაღლის ბოძზე და ერთი კვირის განმავლობაში კუბოში დამარხული ყოფნა. საერთაშორისო მოგზაურობებისას კერძო მაგიურ ნომრებს ვასრულებდი პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისთვის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის, თავდაცვის მდივან დონალდ რამსფელდისთვის პენტაგონში, გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერისთვის, ჰენრი კისინჯერისთვის, ბილ გეითსისა და მერ მაიკლ ბლუმბერგისთვის. ასევე, მაგიური ნომრები შევასრულე რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისთვის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისა და ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევისთვის“, - წერს ბლეინი წერილში.
0
0