
ჩვენ დღეს განვიხილეთ სანქციების საკითხი იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ამ ქმედებებს ჩადიან, ეს სასჯელები არ არის პროპორციული, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ჩანს, არის ამ რეპრესიული მანქანის შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, კალასს კითხვა დაუსვეს საქართველოში ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ.
„დისკუსიის ნაწილი იყო, რომ სანქციები დაწესდეს იმ მოსამართლეთა წინააღმდეგ, ვინც ამას აკეთებს. ჩვენ გვქონდა ეს დისკუსია დღეს და ამას დავუბრუნდებით ივლისში. ჩვენ დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, ივლისში გვექნება წინსვლა. დისკუსიის საგანია, ხომ არ ვსჯით საქართველოს? ჩვენი განზრახვა არ არის საქართველოს ან ქართველი ხალხის დასჯა, ჩვენი განზრახვაა, დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევენ, კონკრეტული ადამიანები საქართველოში“, – განაცხადა კალასმა.
0
0