
„ამ სამიტის ერევანში ჩატარება კიდევ ერთი გამოხატულებაა იმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამხრეთ კავკასია. განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე“, - განუცხადა სომხეთში ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტთან დაკავშირებით.
კაია კალასის თქმით, რა თქმა უნდა, დღის წესრიგშია საქართველოც.
„მოხარული ვარ, რომ სომხეთში ვიმყოფები. ჩვენ გვაქვს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრა და ეს არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ეს არის ღირებულებები და პრინციპები. ამ სამიტის ერევანში ჩატარება კიდევ ერთი გამოხატულებაა იმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამხრეთ კავკასია. განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე.
თუ ჩვენ შევხედავთ გეოგრაფიას, ვნახავთ რა ქვეყნებია ამ რეგიონში. რა თქმა უნდა, დღის წესრიგშია საქართველოც, რომლის ხელისუფლებაც არ დგამს ნაბიჯებს, რომლებიც შეესაბამება მათ განცხადებებს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით და არასწორი მიმართულებით მიდი. ეს ასევე გვაძლევს შეზღუდვებს მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.
0
0