
ევროპა აშშ-სთვის მიზიდულობის მთავარი ცენტრი აღარ არის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოს ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ევროპის ურთიერთობებში ცვლილება „სტრუქტურულია და არა დროებითი“.
როგორც კალასმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ ისწრაფვის ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირისკენ, აშშ კი პარტნიორად და მოკავშირედ დარჩება, „ევროპა უნდა მოერგოს ახალ რეალობებს“.
„ევროპა აღარ არის ვაშინგტონისთვის მიზიდულობის მთავარი ცენტრი. ცვლილება უკვე გარკვეული ხანია, მიმდინარეობს. ის სტრუქტურულია და არა დროებითი. ეს ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გადადგას ნაბიჯი წინ. ევროპამ უნდა იმოქმედოს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინიციატივები ნატო-სთან თავსებადი იყოს. ნატო-სთან ჩვენი ძალისხმევა უნდა შევათანხმოთ. ბურთი ნატო-ს მოედანზეა“, – განაცხადა კაია კალასმა.
0
0