18/01/2026
11:45

ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების რისკს აჩენს, ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე შეფასებით, მოკავშირეებს შორის განხეთქილებით ჩინეთი და რუსეთი სარგებლობენ.
„ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით. გრენლანდიის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ თუ არის, ეს საკითხი ნატო-ს ფარგლებში შეგვიძლია განვიხილოთ. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების რისკს აჩენს და ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას. ასევე, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ჩვენმა დავამ ყურადღება გადაგვატანინოს მთავარი ამოცანიდან, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას გულისხმობს“, – წერს კალასი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა.
0
0