
ევროპა არასაკმარისად აფასებს საკუთარ ძალას რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ უფრო თავდაჯერებული უნდა ვიყოთ, ეს ნამდვილად ასეა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
დისკუსიის დროს საუბარი შეეხო აშშ-ის ახალ ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიას, რომელშიც ევროპის სახელმწიფოთა მთავრობები გაკრიტიკებულია.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, 33-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული ქვეყნები „ცივილიზაციურ ეროზიას“ განიცდიან, ნაწილობრივ მიგრანტების მიღების გამო, მასში ზოგიერთი ევროპული მთავრობა გარკვეული პოლიტიკური პარტიების უსამართლოდ ცენზურაშია დადანაშაულებული. ასევე, დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ევროპელები უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებში დაბრკოლებას წარმოადგენდნენ.
პანელის მოდერატორმა, „სიენენის“ ჟურნალისტმა კრისტიან ამანპურმა, იკითხა, აღიქვამენ თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი თანაშემწეები ევროპას „მტრად“.
„მე ასე არ წამიკითხავს. აშშ კვლავ ჩვენი უდიდესი მოკავშირეა. ჩვენ ყოველთვის არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე. თუმცა, საერთო პრინციპი მაინც უცვლელია: ჩვენ ვართ უდიდესი მოკავშირეები და ერთად უნდა დავრჩეთ“, – აღნიშნა კაია კალასმა.
0
0