26/03/2023
20:46
ეკონომიკა
პოსტპანდემიური პერიოდის შემდგომ, სარესტორნო სექტორმა კადრების კუთხით ძალების აღდგენა ვერ შეძლო. ამის შესახებ რესტორატორები აცხადებენ.
როგორც ისინი bm.ge-სთან აღნიშნავენ, სექტორში ხელფასები დაახლოებით 50%-ით გაიზარდა, თუმცა ამან სიტუაცია ვერ გამოასწორა.
მათივე განმარტებით, სარესტორნო სექტორში დასაქმება სამწუხაროდ დღეს ადამიანებისთვის ბოლო გამოსავალია და სანამ ეს მიდგომა არ შეიცვლება, ბაზარზე მდგომარეობა არ გამოსწორდება.
„მხოლოდ ანაზღაურება არ არის მიზეზი, აქ მთავარი პრობლემაა, ზოგადად სფეროს მიმართ არის უნდობლობა. სასწავლებლები ვერაფერს გამოასწორებენ თუ არ იქნება სფეროს მიმართ ინტერესი. კადრი მართლა დაინტერესებული უნდა იყოს ამ სფეროში დასაქმებით და განვითარებით და მხოლოდ მაშინ გამოვა რაღაც. საქართველოში ეს ბიზნესი ძალიან წვალობს, ყველა პოზიციაზე კადრების დეფიციტია, დაწყებული დიასახლისიდან დასრულებული შეფ-მზარეულებით“ - ამბობს ერთ-ერთი რესტორნის დამფუძნებელი.
შეავსებს თუ არა ბიზნესი კადრების დანაკლისს უცხოეთიდან შემოსული მუშახელით, რესტორატორები ფიქრობენ, რომ არა, რადგან საქართველოს სახელფასო პოლიტიკა მათ დაინტერესებას ვერ შეძლებს.
0
0