
ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ სანტა-ფესთან გადაღებულ კადრებში ჩანს სამართალდამცველების მიერ, ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული ტერიტორია, სადაც ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა, ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე, სარეკვიზიტო იარაღით, ოპერატორი მოკლა, ერთი ადამიანი კი დაჭრა.
ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა.
პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, რა მოხდა სინამდვილეში. ბოლდუინი უკვე დაკითხეს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.
ალეკ ბოლდუინი ფილმის თანაპროდიუსერია. დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან იყო.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026