14/06/2023
13:26
მსოფლიო
რუსეთის დუმაში ადამ დელიმხანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ. სახელმწიფო დუმის დეპუტატი დიმიტრი კუზნეცოვიწერს:
„ვოლოდინმა ასეთი რამ გვითხრა: ჩვენ ახლახან ვესაუბრეთ ადამ დელიმხანოვს. ცოცხალია და კარგად არის. ჯანმრთელობას ვუსურვებთ“.
„ადამ დელიმხანოვი ცოცხალია და კარგად არის, არ დაუჯეროთ ყველანაირი ღორების“, - წერს ანდრეი კარტაპოლოვი, სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი.
მანამდე კი, ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უკრაინის დაზვერვას თხოვნით მიმართა, ადამ დელიმხანოვის შესახებ ინფორმაცია მაიწოდოს.
„მე თვითონ ვერ ვპოულობ ადამ დელიმხანოვს. ის არ გამოდის კავშირზე. ვთხოვ უკრაინულ დაზვერვას, მომაწოდოს ინფორმაცია, ზუსტად რა ადგილას და რა პოზიციებზე მოხდა დარტყმა, რათა კვლავ ვიპოვო ჩემი ძვირფასი ძმა“ - წერს კადიროვი და „დიდებულ ჯილდოს“ პირობას იძლევა.
0
0