
ჩეჩნეთში გავრცელდა ინფორმაცია კადიროვის მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, მოსკოვში გადის მკურნალობას. ამის შესახებ „კავკაზცენტრი“ იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ამის შესახებ მანამდე Niyso-ს აქტივისტებმა განაცხადეს.
მათივე თქმით, კადიროვმა გონება დაკარგა და თითქმის ერთი დღე გათიშული იყო - 6 სექტემბრის დილიდან 7 სექტემბრის დილამდე.
მიზეზი ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების ჭარბი დოზირება გახდა.
7 სექტემბერს დილით ადრე გაღვიძებული კადიროვი არასათანადოდ მოიქცა. მან უბრძანა დაცვას ადგილზე დარჩენილიყვნენ, ის კი „სასეირნოდ გამოვიდა“ ... საღამურებით და თავისი რეზიდენციიდან მერიაში გაემართა.
მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ შეიტყო, ФСБ-ს სარდლობამ უბრძანა კადიროვის დაცვას სასწრაფოდ დაებრუნებინათ იგი რეზიდენციაში.
ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა კრემლში, საიდანაც ბრძანება გასცეს კადიროვის სამკურნალოდ მოსკოვში წაყვანაზე.
7 სექტემბერს საღამოს ის მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც აიძულეს (კიდევ ერთხელ) ნარკოტიკულ საშუალებებზე უარის თქმა და მკურნალობა.
Niyso-ს აქტივისტების თქმით, მთელი ამ დღეების განმავლობაში კადიროვი რუსეთის დედაქალაქში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
წინა ღამეს ჩეჩნეთში დაიწყო ჭორების გავრცელება, რომ კადიროვი კომაში ჩავარდა. იმავეს იტყობინება Nıyso ტელეგრამის არხი.
0
0