
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ვაჟი, 17 წლის ელი კადიროვი „ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის გაწეული სამსახურის“ გამო დაჯილდოვდა. შესაბამის განკარგულებას ხელი თავად რამზან კადიროვმა მოაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას „კავკაზრეალი“ ავრცელებს.
ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის, მაგომედ დაუდოვის თქმით, ელი კადიროვს ჯილდო გადაეცა "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე პირადი დამსახურებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებასთან.
ჩინოვნიკმა ელი კადიროვს „მრავალმხრივ განსაკუთრებული, წესიერი და პასუხისმგებლობიანი ადამიანი“ უწოდა.
2024 წლის მარტში, ელი კადიროვი გახდა რესპუბლიკის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტული კლუბი „ახმატის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ასაკის მიუხედავად, ელი კადიროვი მანამდეც არაერთხელ არის დაჯილდოებული.
2023 წლის მარტში მას გადაეცა ორდენი „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის“, ხოლო ნოემბერში ელი კადიროვი და მისი ორი ძმა, ახმატი და ადამი, დაჯილდოვდნენ რეგიონის პარლამენტის უმაღლესი ორდენით.
0
0