
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ნიციატივას, "ქალების სამხედრო რეზერვის" შექმნასთან დაკავშირებით, ინტერნეტ სივრცეში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. kavkaz-uzel.eu ჩეჩენი პოლიტიკოსის მაგომედ დაუდოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, იქ ჩეჩნეთიდან 20 ათასზე მეტი მებრძოლი ჩავიდა.
როგორც დაუდოვი ამბობს, კადიროვი რეგულარულად ამზადებს უკრაინაში წამსვლელ მოხალისეთა ჯგუფებს, როგორც ჩრდილოეთ კავკასიიდან, ასევე რუსეთის სხვა რეგიონებიდან. ბოლოს იქ ჩეჩნეთიდან 200-კაციანი ჯგუფი წავიდა.
kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ამჯერად ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა სამხედრო რეზერვის შექმნას გეგმავს, რომელშიც სურვილის შემთხვევაში, ქალებსაც ექნებათ გაწევრების შესაძლებლობა.
"მათ საშუალება ექნებათ მომზადება გაიარონ და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მუშაობა სამხედრო სტრუქტურებში დაიწყონ. რეზერვში გაწევრება, კაცების გარდა, ქალებსაც შეეძლებათ, რომლებსაც ჩეჩნეთის ხელისუფლება ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 20 000 რუსულ რუბლს ჰპირდება", - წერს გამოცემა.
0
0
15 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025
13 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025