
დევნილმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახმედ ზაკაევმა განაცხადა, რომ რამზან კადიროვი 15 წლის განმავლობაში ნარკოტიკებს მოიხმარდა.
მისი აზრით, ნარკოტიკებმა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ჩეჩნეთის ლიდერი.
გასულ კვირას ოპოზიციის ლიდერმა აბუბაკარ იანგულბაევმა განაცხადა, რომ კადიროვი მოკვდა. კრემლი ჩეჩნეთის ლიდერის მდგომარეობის შესახებ დუმს. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კადიროვის მდგომარეობა მძიმედ შეაფასა. თავის მხრივ, ახმედ ზაკაევი ამბობს, რომ ჩეჩენი „დონი“ დიდი ხანია ნარკოტიკებს იღებს.
„ამის გამო მას ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. კერძოდ, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კადიროვმა სცადა თირკმლის გადანერგვა“, - აღნიშნა ზაკაევმა.
ამავდროულად, მან უარყო თეორია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი შეიძლებოდა მოეწამლათ რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურს, როგორც ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს.
ზაკაევი აცხადებს, რომ კადიროვი ჯერ კიდევ ძალიან ღირებული ფიგურაა კრემლისთვის.
0
0