
კორეის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც Asiana Airlines-ის თვითმფრინავში ფრენის დროს კარები გახსნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინციდენტი ტეგუს საერთაშორისო აეროპორტთან მოხდა, თვითმფრინავში 194 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა გადარჩა. რამდენიმე მგზავრმა გონება დაკარგა და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ბევრმა შოკი განიცადა, რადგანაც ავიალაინერს ღია კარით რამდენიმე წუთის განმავლობაში ფრენა მოუწია.
დაკითხვის დროს კაცმა პოლიციას უთხრა, რომ მან მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო და ჰაერი მოუნდა, ასევე მან თქვა, რომ სამსახურის დაკარგვის გამო სტრესს განიცდიდა.
ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ავიალაინერი A-321 მიწიდან 250 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. სტიუარდესებმა კაცის გაჩერება ვერ მოახერხეს, რადგანაც დაფრენის დროს ყველა ისხდა და ღვედებით იყო შეკრული.
0
0