25/07/2023
10:50
პოლიტიკა
კაცი პატიმარია და ციხეშიც კი არ არის. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ის არის კერძო კლინიკაში, უკიდურეს კომფორტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწეოდა, ასეთ დროს მის ჯანმრთელობაზე მინიშნებების გაკეთება არასწორია.
„კაცი პატიმარია და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. თქვენ ნახეთ იგივე ვიდეო კადრებიდან როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და საპირისპიროდ როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს, როდესაც დამატებითი მინიშნებები კეთდება, უბრალოდ არასწორია, არაეთიკურიცაა. კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები, მაშინ, როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული და მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს, არის არასწორი. ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომელიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან“, - აღნიშნა კობახიძემ.
0
0