05/01/2022
10:05
სხვადასხვა
"კალაძის მისამართი მინდა, გამიგია, ძალიან ქველმოქმედიაო…ჰოდა, საკუთარ თავზე გამოვცდი… მინდა გავუგზავნო ჩემი მიმდინარე თვის კომუნალურის ქვითრები…
წყალს და დასუფთავებას გადავიხდი, შუქი 600 ლარი მომივიდა, გაზი 500, რომ არ ეგონოს, ვაჭარბებ, ქვითრებს დახედოს…ვწუხვარ, მაგრამ ტაძარში ჯვრისწერები და ნათლობები თითქმის არ ტარდება, ისედაც მარხვაა, მარხვის მერე, კიდევ დიდხანს არ იქნება ჯვრისწერა და მერე ისევ სააღდგომო მარხვა იწყება… ამიტომ, ეს მხარე დახურულია…
შვიდი შვილის რჩენა და ზედ დამატებული გადასახადები ამ ქვეყანაში არ არის მარტივი… სხვისას არ ვითხოვ, დამასაქმეთ და გადამიხადეთ… ნიჭიც მაქვს, გონებაც და ინტელექტიც… სხვა თუ არაფერი, საკუთარ ბიოგრაფიას დავწერ უშეცდომოდ და კიდევ ბევრ რამეს დავწერ… ჰოდა, კალაძესთან მიშუამდგომლეთ?!" - წერს კოლხი.
0
0