13/12/2021
20:22
მსოფლიო
მისი თქმით, ილონ მასკი 2021 წელს გახდა არა მარტო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, არამედ საზოგადოებაში მასობრივი ცვლილებების ყველაზე ნათელი მაგალითი.
ილონ მასკისადმი მიძღვნილ სტატიაში „თაიმსი“ აღნიშნავს, რომ მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანს ამჟამად არ აქვს სახლი და ცოტა ხნის წინ თავისი ქონებაც გაყიდა, მას ორბიტაზე თანამგზავრები ჰყავს გაშვებული და გადაადგილებისთვის მის მიერვე შექმნილ ავტომობილს იყენებს, რომელიც არ მოიხმარს ბენზინს და არ საჭიროებს მძღოლს, მას ხელის ერთი აქნევით შეუძლია საფონდო ბირჟაზე გავლენის მოხდენა და ოცნებობს მარსზე დასახლებაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ ის ისწრაფვის, გადაარჩინოს დედამიწა და ამასთან იპოვოს საცხოვრებლად ვარგისი ახალი პლანეტა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჟურნალმა „ფორბსმა“ ილონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელა. იმ დროისთვის მისი ქონება 272,3 მილიარდ ევროდ იყო შეფასებული.
ჟურნალმა „თაიმსმა“ წლის გმირებად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზე მომუშავე მეცნიერები დაასახელა, წლის არტისტად – ოლივია როდრიგო, ხოლო წლის ათლეტად – ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილზი დაასახელა.
0
0