
მსგავსი რამ თუ მენახოს, ჟურნალისტის კონსპექტს თავმჯდომარე ხელს აწერდეს, რა საცოდაობაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.
მისივე თქმით, თუ ნიკა მელია რიტორიკას შეცვლის, შეუძლია, დაწეროს განცხადება პარტიაში გაწევრიანებაზე და მას ხელმეორედ მიიღებენ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.
0
0