01/02/2025
21:59
სამართალი
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა დააკავეს.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, მას გამოძიება, 173-ე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაკავებამდე მირიან ბერულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასთანაც მივიდნენ და გამოკითხვაზე მიჰყავდათ, რის შემდეგაც, მას ვერ უკავშირდებოდნენ.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბერულავა სამტრედიაში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ და პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
იქამდე სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში წერდა „ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“. ბერულავას ახლობლები ვარაუდობენ, სწორედ ამ „პოსტს“ უკავშირდებოდა პოლიციის მხრიდან გამოკითხვაზე მისი გადაყვანა.
0
0