25/09/2021
14:08
საზოგადოება
ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს პედაგოგსა და ჟურნალისტ ფრიდონ დოჩიას. ჟურნალისტური მოღვაწეობა ფრიდონმა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა მშობლიურ გალის რაიონში ცხოვრობდა. სოხუმში აფხაზეთის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1980 წ.) ის გალის რაიონის სოფელ თაგილონის საშუალო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, 1989 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე კი ამავე რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი იყო.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ (1993 წლის სექტემბერი) ფრიდონი დევნილი გახდა და ჟურნალისტური მოღვაწეობა თბილისში განაგრძო. 1996-2004 წლებში ის შპს „ალია ჰოლდინგში“ ჟურნალიტად მუშაობდა, 2005-2006 წლებში იყო გაზეთ „ასავალ-დასავალის“ კორესპონდენტი, შემდეგ კი – გაზეთ „პრეზიდენტის“ რედაქტორი. 2007-2010 წლებში ის მედიაჰოლდინგ „The Georgian Times“-ში მუშაობდა ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ კი – განყოფილების რედაქტორად, მთავარი რედაქტორის მოადგილედ, აღმასრულებელ რედაქტორად. 2010-2011 წლებში მუშაობდა გაზეთ „ვერსიას“ პასუხისმგებელ რედაქტორად და ჟურნალისტად.
0
0