
საქართველოს პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ,,პუბლიკას" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და “ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი თავისუფლები არიან.
“ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოცქსელში დაწერა, რომ ორივე თავისუფლები არიან.
რაც შეეხება ზურა ვარდიაშვილს, ჟურნალისტმა დაკავების დეტალებზე Facebook-ლაივში ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართალდამცავები მისი წყობიდან გამოყვანას ცდილობდნენ. გარდა ამისა, მისივე თქმით, იყვნენ ჩვეულებრივი ძველ-ბიჭები, რომლებთანაც დიალოგი შეუძლებელი იყო.
"ამათ პოლიციელების და მოქალაქეების დამცველების არ ეცხოთ არაფერი, იბრიქებოდნენ... აი ასეთი დონის ხალხთან მქონდა ურთიერთობა და გავიგო, რომ დაურეკეს ჟურნალისტები გაიყვანეთო... გამომიშვეს ისე, რომ ხელწერილიც არ დამაწერინეს" - ამბობს ვარდიაშვილი Facebook-ლაივში.
0
0
კონგოში ომი მე დავასრულე - ტრამპი
27/08/2025